Geotennis.ge არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პორტალი და შეიქმნა იმისათვის, რომ ყველა ჩოგბურთელსა და გულშემატკივარს მიაწოდოს სიახლეები ჩვენი სპორტის, მოთამაშეების, შედეგების შესახებ..
ასევე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინიციატივიტ შეიქმნა Junior development tour, რომლის მიზანია ჩოგბურთის მეტად პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის საჭირო საშეჯიბრო გარემოს შექმნა.
ჩვენს პორტალზე საშუალება გექნებათ მოიძიოთ სრული ინფორმაცია Junior Development Tour შესახებ. პროექტის, რომლის მიზანია ყველა ასაკის მოთამაშის ერთ სივრცეში გაერთიანება, სადაც შეძლებენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობას, შეჯიბრებას და შედეგების მიხედვით ადგილობრივ რეიტინგში მოხვედრას .
იწყება „წითელი ბურთების“ დონით, შემდეგ-ნარინჯისფერი, მწვანე და ბოლო ეტაპი-ჩოგბურთის სტანდარტული ყვითელი ბურთი.
ყოველკვირეული შეჯიბრებები ჩვენს პლატფორმაზეა აგებული.
- ონლაინ ჩაწერა
- ონლაინ რეგისტრაცია GTIPIN-სთვის
- ონლაინ ბადე
- ონლაინ შედეგები და თამაშის განრიგი
- რეიტინგი ავტომატურად განახლდება ყოველი შეჯიბრის შემდეგ.
თუ პრო მოთამაშე ვარ ?
საქართველოს პრო ტური შეიქმნა მოთამაშეებისთვის, რომლებიც შეძლებენ მოხვდნენ GTF funding პროგრამაში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ასევე მიიღონ ველური ბარათები საერთაშორისო შეჯიბრებებზე იმ პირობით, თუ წლის მანძილზე შესაბამის სარეიტინგო ქულებს გამოიმუშავებენ .
ნაციონალური ტური დაიწყება 2022 წლის აპრილში, წლის პირველი საერთაშორისო შეჯიბრების წინ. ტურნირზე მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ პორტალზე დარეგისტრირებული და GTIPIN მფლობელი სპორტსმენები..
2022 წლიდან Wildcard მიირებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ნაციონალურ ტურებში.!
წლის ბოლოს ჩატარდება დიდი საჩოგბურთო ღონისძიება-საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც წლის განმავლობაში ითამაშებენ 50%+1 შეჯიბრს საქართველოს ტურის ფარგლებში..
რას ელოდები?
დარეგისტრირდი ახლავე და გახდი ამ პროექტის მონაწილე!
ყველა დონის შეჯიბრზე (პრო და ჯუბიორ ტური) მთავარი მსაჯი მსაჯთა დეპარტამენტის მიერ იქნება დანიშნული!